მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარ–აგვისტოში, წლიურად ელექტროენერგიის იმპორტი 85.1%–ით გაიზარდა

616e987777172
დავით ჯალაღონია
19.10.21 22:40
679
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, 2021 წლის იანვარ–აგვისტოში, საქართველოში 1 მლრდ 716.1 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე (926.9 მლნ კვტ.სთ) 85.1%–ით მეტია.

აღნიშნული 9 თვის განმავლობაში, ელექტროენერგიის 61% (1 მლრდ 049.4 მლნ კვტ.სთ) რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა.

რაც შეეხება მიმდინარე წლის სექტემბრის მონაცემებს, აღნიშნულ პერიოდში საქართველოში 0.2 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია შემოვიდა, რაც აზერბაიჯანიდან განხორციელდა. 2020 წლის სექტემბერში კი იმპორტმა მეზობელი ქვეყნებიდან (რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი) 91.6 მლნ კვტ.სთ შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის სექტემბერში საქართველოში გენერაციის ობიექტების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა 29.3%–ით გაიზარდა და 1 მლრდ 100.7 მლნ კვტ.სთ–ს შეადგინა.