2021 წლის იანვარში ქართულმა ბანკებმა 113 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავეს - ამის შესახებ მათ მიერ ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ფინანსური მონაცემებიდან ხდება ცნობილი. წლიურ ჭრილში მოგების მოცულობა 18%-ით არის გაზრდილი.
მთლიანობაში ბანკების შემოსავალი იანვარში 453 მილიონი ლარი იყო, რაც 10%-ით არის გაზრდილი. აქედან საპროცენტო შემოსავლები, ანუ მომხმარებლების მიერ გადახდილი პროცენტები 367 მილიონ ლარს შეადგენდა. მათ შორის ფიზიკური პირების სესხებიდან შემოსავალი 192.6 მილიონი ლარი (ზრდა 13), იურიდიული პირების სესხებიდან შემოსავალი კი 128 მლნ ლარი იყო (ზრდა 15%).
რაც შეეხება ბანკების სხვა შემოსავლებს, საკომისიოების ჯამი წლიურ ჭრილში 4%-ით არის შემცირებული და 29 მლნ ლარს შეადგენს, საკონვერსიო ოპერაციებიდან კი ბანკებმა მოგების ნაცვლად 13 მლნ ლარით იზარალეს.
მთლიანობაში იანვარში ბანკებმა 325 მილიონი ლარის ხარჯები გასწიეს. აქედან საპროცენტო ხარჯები 197 მილიონი ლარი იყო. მათ შორის დეპოზიტებზე დარიცხული სარგებელი 111 მილიონი ლარი, ბანკების სხვა ვალდებულებების მომსახურების საფასური კი 63 მლნ ლარი იყო. ამასთან, ბანკებმა მათი აპარატის შენახვაზე - ოფისებზე, თანამშრომლებსა და დირექტორებზე ჯამში 63 მილიონი ლარი დახარჯეს. 18.7 მილიონი კი აქტივების შესაძლო დანაკარგების ბუფერში გადადეს. შედეგად წმინდა მოგებამ 113 მილიონი ლარი შეადგინა, მოგების გადასახადის სახით გადახდილმა თანხამ კი 14.7 მილიონი ლარი.
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი