მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარში 18%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ამ ტრენდს შენარჩუნება სჭირდება - ღარიბაშვილი

621c91c6afd50
ინგა მურუსიძე
28.02.22 13:13
651
იანვრის თვეში 18%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ამ ტემპს სჭირდება შენარჩუნება, ამიტომ ახლა არ არის აქ დრო იმისა, რომ გარკვეულ ოპოზიციურ რადიკალებს და მარგინალებს მივცეთ დესტაბილიზაციის საშუალება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„წელი დავიწყეთ ძალიან კარგად, ძალიან ძლიერად. ამ ტრენდს, ამ ტემპს სჭირდება შენარჩუნება.

ამიტომ, ახლა არ არის აქ დრო იმისა, რომ გარკვეულ ოპოზიციურ რადიკალებს და მარგინალებს მივცეთ დესტაბილიზაციის საშუალება, პირიქით, უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის მშენებლობა, შენება და მშვიდად ვმართოთ პროცესი.

მჯერა, საერთაშორისო თანამეგობრობა მიაღწევს იმას, რომ უკრაინაში დასრულდება ომი, ეს ტრაგედია და მხარეები მოილაპარაკებენ უახლოეს დღეებში“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 18.0 პროცენტი შეადგინა. ასეთი მაღალი ზრდის მიზეზია ე.წ. "საბაზო ეფექტი", რადგანაც 2022 წლის იანვრის ზრდა 2021 წლის იანვარს დარდება, ხოლო გასულ წელს ამ დროს ქვეყანაში "ლოქდაუნის ზომები" კვლავ არსებობდა და ეკონომიკამ გახსნა მხოლოდ აპრილიდან დაიწყო. აქედან გამომდინარე, 2022 წლის აპრილამდე ანუ იანვარში, თებერვალსა და მარტში საქართველოში, სავარაუდოდ, ორნიშნა ზრდა იქნება.