03.მარტი .2020 16:45

იანვარში ჩინეთიდან იმპორტი 12.6%–ით შემცირდა

views 269
უკან

კორონავირუსის გავრცელების გამო, პირველი ქვეყანა, სადაც საქართველოს მთავრობამ საჰაერო მიმოსვლა შეწყვიტა, ჩინეთია. გარდა ამისა, ჩინეთიდან ცოცხალი ორგანიზმების იმპორტიც აიკრძალა.

იმპორტზე შეზღუდვები იანვრის ბოლოს ამოქმედდა, შესაბამისად, ეს ფაქტი ჩინეთთან სავაჭრო ბრუნვაზე იანვარში საგრძნობლად ვერ აისახა. საქსტატის მონაცემებით, დასახელებულ პერიოდში ჩინეთთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ 109 მლნ 382.8 ათას აშშ დოლარი შეადგინა.

კერძოდ, იანვარში ჩინეთში ექსპორტი 1 431.6%–ით გაიზარდა და 44 მლნ 386.7 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. შედეგად, იანვრის მონაცემებით, ჩინეთი საქართველოს ნომერ პირველი საექსპორტო ქვეყანაა. ჩინეთიდან იმპორტი კი 12.6%–ით, 64 მლნ 996 ათას აშშ დოლარამდე შემცირდა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 5.1%-ით გაიზარდა და 1.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

BM.GE-ს მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი მონაცემების მიხედვით, გასულ წელს ჩინეთთან ვაჭრობისას ექსპორტი 13%-ით გაიზარდა და 227.6 მლნ დოლარი შედაგინა (2018 წელი 198.0 მლნ დოლარი).

რაც შეეხება იმპორტს, აქაც ზრდის ტენდენცია ფიქსირდებოდა - ჩინეთიდან შემოტანილი საქონლის ღირებულება 2019 წელს 2.9%-ით გაიზარდა და 858.6 მლნ დოლარი შეადგინა (2018 წელი - 833.9 მლნ დოლარი).

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა