მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარში ელექტროენერგიის იმპორტი 17.9%-ით გაიზარდა - რა თანხა დაუჯდა ეს ქვეყანას?

5e53968f8dcb3
დავით ჯალაღონია
24.02.20 22:15
1433
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, იანვარში 214.3. მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე (181.8 მლნ კვტ.სთ) 17.95-ით მეტია.

რაც შეეხება ექსპორტს, ამ მაჩვენებელმა 10 ათასი კვტ.სთ შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, ელექტროენერგიის იმპორტი იანვარში საქართველოს 10 მლნ 868,1 ათასი აშშ დოლარი დაუჯდა, რაც 2019 წლის იანვართან შედარებით 20.6%-ით მეტია.

ცნობისთვის: ესკო-ს მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარში, ქვეყანაში 1 მლრდ 217 მლნ 878 ათასი მლნ.კვტ სთ ელექტროენერგიის მოხმარება დაფიქსირდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე (1 მლრდ 149 მლნ 460 ათასი მლნ.კვტ სთ) დაახლოებით 6%–ით მეტია. აქედან, 1 031 მლნ კვტ.სთ ადგილობრივი გენერაციის ობიექტებმა გამოიმუშავეს.