მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარში ექსპორტი 10%-ით, $262 მილიონამდე გაიზარდა

5e44f622bd181
შოთა ტყეშელაშვილი
13.02.20 11:08
1043
საქსტატმა დღეს 2020 წლის იანვრის საგარეო ვაჭრობის ამსახველი მონაცემები გამოაქვეყნა. 

"დოკუმენტის მიხედვით, იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $882.4 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.7%-ით მეტია. აქედან, ექსპორტი $262.6 მილიონი დოლარი იყო (10.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი $619.7 მილიონი დოლარი (3.9 პროცენტით მეტი).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარში 357.1 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5 პროცენტი შეადგინა,"- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში. 

საქსტატის მონაცემები მხოლოდ წინასწარ მაჩვენებლებს მოიცავს, შესაბამისად ამ დროისთვის უცნობია თუ რომელი საქონლის ექსპორტის ზრდამ განაპირობა ექსპორტის მოცულობის 10%-იანი ზრდა. 

საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები  მიმდინარე წლის 19 თებერვალს გამოქვეყნდება.