მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარში ინფლაციამ 9.4% შეადგინა

63dcb19dbd9ce
შოთა ტყეშელაშვილი
03.02.23 11:03
847
საქსტატმა დღეს იანვრის თვის ინფლაციის ანგარიში გამოაქვეყნა, მისი მიხედვით, გასულ თვეში ქვეყანაში წლიური ინფლაციის დონემ 9.4% შეადგინა. ეს მაჩვენებელი დეკემბერში დაფიქსირებულ 9.8%-ზე ნაკლებია, თუმცა ის სებ-ის სამიზნე 3%-ს სამჯერ აღემატება.

ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა კვლავ სურსათის გაძვირებამ მოახდინა, სადაც წლიურ ჭრილში ფასები 15%-ით არის გაზრდილი.

სხვადასხვა ჯგუფების მიხედვით, ინფლაცია ასე ნაწილდება:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.03 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (26.5 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (22.8 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (17.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (16.7 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (16.5 პროცენტი), თევზეული (13.0 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (12.4 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (8.7 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (4.7 პროცენტი);

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 13.1 პროცენტიანი მატება, რაც 1.38 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (40.0 პროცენტი) და საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (9.1 პროცენტი);

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.2 პროცენტით, რაც 0.63 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია სატრანსპორტო მომსახურებაზე (18.5 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2.8 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-2.5 პროცენტი).