მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარში ქუთაისის აეროპორტი 79,759 მგზავრს მოემსახურა, ზრდა 43%-ია

5e410d9cb787b
თელარა გელანტია
10.02.20 11:59
1230
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, გასულ თვეში საქართველოს აეროპორტები ჯამში 314,079 მგზავრს მოემსახურა, რაც 3%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან (2019 წელი 324,552 მგზავრი) შედარებით.

იანვარში მგზავრთნაკადის ზრდა თბილისის გარდა (-16%), ქვეყნის ყველა საერთაშორისო აეროპორტში დაფიქსირდა.

კერძოდ, გასულ თვეში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი იანვარში 79,759 მგზავრს მოემსახურა, რაც 43%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (2019 წლის იანვარი 55,895 მგზავრი).

თბილისისგან განსხავებით, ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2020 წლის იანვარში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 22,001 მგზავრმა ისარგებლა. რაც 38%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2019 წლის იანვარი 15,973 მგზავრი).