მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარში საქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით გაიზარდა - საქსტატი

5e58bb4494bba
შოთა ტყეშელაშვილი
28.02.20 11:02
867
საქსტატმა დღეს 2020 წლის იანვრის ეკონომიკური ზრდის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, გასული თვის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 5.1% შეადგინა. 

"2020 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები, საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, დამამუშავებელი მრეწველობა. კლება დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის სექტორში", - ნათქვამია დოკუმენტში.

საქსტატის ცნობით, გასული თვის განმავლობაში დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვამ 6.2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით 14.6%-ით მეტი იყო. 

საქსტატის ცნობით, მშპ-ის ზრდაზე დადებითი გავლენა მოახდინა ექსპორტის 10%-იანმა ზრდამაც.