მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარში საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები შემცირდა

5e553634d15bc
თელარა გელანტია
25.02.20 19:00
818
2020 წლის პირველი თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

როგორც bm.ge-ის ეროვნული ბანკიდან აცნობეს, იანვარში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 519.79 მლნ ლარით ანუ 1.10%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.86 პროცენტით) და 2020 წლის პირველი თებერვლისათვის 46.66 მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 5.85 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.54 პროცენტია.