Colliers Georgia-ს მიერ გამოქვეყნებული საცხოვრებელი ბინების ბაზრის განახლებული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის იანვარში თბილისში 2 844 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც 2022 იანვართან შედარებით 10%-ით მერია.
Recov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საცხოვრებელი ბინების ბაზრის ზომა 24%-ით, 156 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
მიმოხილვის ავტორები იანვარში უბნების მიხედვით ბინების გასაყიდი ფასის ცვლილებას გვთავაზობენ. აღსანიშნია, რომ ყველა უბანში ბინების ფასი გაზრდილია.
„2023 წლის იანვარში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 14%-ით გაიზარდა გარეუბნებსა და ფართო ცენტრში, ქალაქის ცენტრში კი 13%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
2023 წლის იანვარში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 10%-ით გაიზარდა გარეუბნებსა და ქალაქის ცენტრში, ფართო ცენტრში კი 8%-იანი ზრდა დაფიქსირდა“, - ნათქვამია recov.ge-ის განახლებულ მონაცემებში.
მიმოხილვის მიხედვით, ყველაზე მეტად იანვარში მოთხოვნა პრემიუმ სეგმენტის ბინებზე გაიზარდა.
„2023 წლის იანვარში თბილისში ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 94%-ით გაიზარდა, მედიუმ სეგმენტში კი მაჩვენებლის 55%-იანი ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობა 10%-ით შემცირდა“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი