მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვრიდან ექთნების მინიმალური ხელფასი 792 ლარი, ხოლო ექიმების - 1260 ლარი იქნება - მინისტრი

63a997707671f
ინგა მურუსიძე
26.12.22 16:56
708
ექიმების და ექთნების მინიმალური ანაზღაურება დადგენილებით განისაზღვრა. ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ექთნების მინიმალური ხელფასი 752 ლარი უნდა იყოს, ხოლო ექიმების - 1260. განცხადება აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

„ექთნების და ექიმების ძალიან დიდი რაოდენობა გვყავს, რომლებიც საკმაოდ დაბალ ანაზღაურებას იღებენ. ჩვენ მთელი წელი ვმუშაობდით ამ დადგენილებაზე, რამდენიმე თვის განმავლობაში ამას საპილოტე პროექტადაც ვახროციელებდით სახელმწიფო კლინიკებში.

მიდიოდა პროცესზე დაკვირვება და ვფიქრობთ, რომ იმ გადახდებით სამედიცინო სერვისებზე, რასაც სახელმწიფო ანაზღაურებს საყოველთაო ჯანდაცვიდან, მიზანშეწონილია ექიმებისა და ექთნებისთვის ყოველთვიური ხელფასის მინიმალური ოდენობა განისაზღვროს. ექთნების შემთხვევაში დარიცხული უნდა იყოს 792 ლარი, ხოლო ექიმების შემთხვევაში - 1260 ლარი. ეს არის მინიმალური ხელფასი და არა ფიქსირებული“, - განაცხადა აზარაშვილმა.

შეგახსენებთ, 2023 წლის პირველი იანვრიდან, ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდება. ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით (თვეში მინიმუმ 1260 ლარი), ექთნების კი საათში 4.4 ლარით (თვეში მინიმუმ 792 ლარი) განისაზღვრა.

რეფორმის შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება ექიმებისა და ექთნების სახელფასო ანაზღაურება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს. ახალი რეგულაციით ხელფასის ზრდა შეეხება 9000-მდე ექიმსა და 8000-ზე მეტ ექთანს.

ექიმებისა და ექთნების სახელფასო ანაზღაურების მინიმალური ზღვარი, მომდევნო წლებში ეტაპობრივად გაიზრდება. 2025 წლისთვის, ექიმის მინიმალური ანაზღაურება საათში - 9 ლარი, ექთნის კი 5.6 ლარი გახდება.