მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვრის პირველ ნახევარში ახალი იპოთეკების რაოდენობა წლიურად 59%-ით გაიზარდა

61f3c615aaa83
შოთა ტყეშელაშვილი
28.01.22 14:52
732
“თიბისი კაპიტალმა” ეკონომიკის აღდგენის დინამიკის ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ოპერატიული მონაცემების მიხედვით, 2021 წლის იანვრის პირველ ნახევარში საქართველოში იპოთეკური კრედიტების გაცემის ტემპი წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა.

1-23 იანვრის პერიოდში, ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობა 59%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით.

2022 წლის 1-20 იანვრის პერიოდში თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა 31%-ით აღემატება წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს,” - ნათქვამია ანგარიშში.

აღდგენის დინამიკის მიხედვით, მზარდია გრძელვადიანი მოხმარების საქონლის - ავეჯის და ელექტროტექნიკის დანახარჯებიც.

“ავეჯსა და მოწყობილობებზე უნაღდო დანახარჯების ზრდამ 100%-ს გადააჭარბა 2019 წელთან შედარებით.

ელექტრონიკაზე უნაღდო დანახარჯები 108%-ით გაიზარდა 2019 წელთან შედარებით,” - ნათქვამია "თიბისი კაპიტალის" ანგარიშში.