მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონელი ექიმები: ჯანდაცვის სისტემას COVID-19-ის შემთხვევების ზრდის გამო კოლაფსი ემუქრება

5e9aff373bbe2
თამთა ჯიჯავაძე
18.04.20 17:30
4446
იაპონელი ექიმები აცხადებენ, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემამ შესაძლოა, კოლაფსი განიცადოს კორონავირუსის ახალი შემთხვევების ნაკადის გამო.

BBC-ის ცნობით, "ემერჯენსის" ოთახებში ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე პაციენტებს ვეღარ იღებენ, ვინაიდან კორონავირუსის გამო გადატვირთულობაა.

ერთ-ერთი სასწრაფოს მანქანა, რომელსაც კორონავირუსის სიმპტომების მქონე პაციენტი გადაჰყავდა, გამოცემის ინფორმაციით, 80-მა კლინიკამ უკან გააბრუნა მანამ, ვიდრე ის ერთ-ერთმა არ მიიღო.

იაპონიას, რომელიც საწყის ეტაპზე საკმაოდ აკონტროლებდა ვირუსის გავრცელებას, ახლა უკვე 10 000–მდე დადასტურებული შემთხვევა აქვს. კორონავირუსს ქვეყანაში 200–მდე ადამიანი ემსხვერპლა. ყველაზე მეტად დაზარალებული ამ მხრივ დედაქალაქი ტოკიოა.