26.მაისი .2020 22:40

იაპონელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ 2 წლამდე ბავშვებისთვის პირბადის ტარება სახიფათოა

views 309
უკან

იაპონიის პედიატრთა ასოციაცია 2 წლამდე ბავშვებისთვის პირბადის ტარების საფრთხის შესახებ მშობლებს აფრთხილებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ექსპერტები აცხადებენ, რომ პირბადემ პატარებს შესაძლოა სუნთქვა გაურთულოს.

ექიმები ასევე განმარტავენ, რომ პატარებს ვიწრო სასუნთქი გზები აქვთ, ამიტომ ნიღბის ტარების შემთხვევაში, მათ ფილტვებზე დატვირთვა გაიზრდება.

ნიღაბი ასევე ქმნის ბავშვის გაგუდვის საშიშროებას და რთულია მშობლისთვის აკონტროლოს ბავშვის სახის ფერი და მისი გამომეტყველება.

ექსპერტების გადაწყვეტილებით, რადგან ბავშვები დაბალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან, მათთვის პირბადის ტარება სავალდებულო არ არის.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა