მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონია - თამბაქოს ზიანის შემცირების პიონერი ქვეყანა

60feae18dc0cb
BM.GE
26.07.21 16:40
870
იაპონია მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელმაც საკუთარ ბაზარზე თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების შემოტანისა და კომერციალიზაციის უფლება გასცა. შედეგად, 2011-2014 წლებში ქვეყანაში ტრადიციული სიგარეტის გაყიდვა ყოველწლიურად 2%-ით, 2015-2018 წლებში კი ყოველწლიურად 10%-ით მცირდებოდა. იაპონური გამოცდილება აჩვენებს, რომ თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავლის შექმნა შესაძლებელია.

რა გახდა იაპონიის წარმატების მიზეზი?

ამერიკული ონკოლოგიური საზოგადოების მიერ 2019 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, “იაპონიაში ტრადიციული სიგარეტების გაყიდვების კლების მიზეზად სწორედ ბაზარზე უკვამლო მოწყობილობების გამოჩენა უნდა მივიჩნიოთ, რადგან ახალი პროდუქტის გამოჩენის პარალელურად, სიგარეტების კლების ტემპი საგრძნობლად გაიზარდა”. მართლაც, 2020 წელს International Journal of Environmental Research and Public Health-ის ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს, რომ 2011-2019 წლების პერიოდში ტრადიციული სიგარეტის გაყიდვები კლებულობდა, თუმცა, 2016 წლიდან, ანუ ბაზარზე თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების გამოჩენის შემდეგ, გაყიდვების შემცირების ტემპი 5-ჯერ გაიზარდა. საბოლოოდ, 2011-2019 წლებში თამბაქოს ტრადიციული პროდუქტების გაყიდვები 38%-ით შემცირდა და 2019 წლისთვის იაპონიის თამბაქოს ბაზრის 17.4% თამბაქოს უკვამლო მოწყობილობაზე მოდიოდა.

იაპონია პირველი ქვეყანაა, რომელმაც უკვამლო მოწყობილობების კომერციალიზაცია დაიწყო, დღეს კი ამ პროდუქტის გაყიდვებით ლიდერია მსოფლიოში. 2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები თამბაქოს ბაზრის 20%-ს შეადგენს.

მსოფლიოს სტატისტიკა

დღეს თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის ბაზარზე არის ხელმისაწვდომი. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების მომხმარებელთა რაოდენობა 2.7 მილიონს უტოლდება, აშშ-ში თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობების ბაზრის ღირებულება კი 7.43 მილიარდ დოლარს შეადგენს. თამბაქოს ალტერნატიულ მოწყობილობებს აქტიურად მოიხმარენ ევროპის ქვეყნებშიც. მაგალითად, იტალიაში თამბაქოს უკვამლო მოწყობილობის მომხმარებელთა რაოდენობა დაახლოებით 1 მილიონს უტოლდება, ასევე, 1 მილიონი მწეველი ანიჭებს უპირატესობას თამბაქოს ელექტრონულ პროდუქტს შვედეთში.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ელ. სიგარეტებისა და თამბაქოს ალტერნატიული, უკვამლო მოწყობილობების ბაზრის ჯამური ღირებულება 2016 წელს 3 მილიარდ აშშ დოლარად იყო შეფასებული, 2020 წელს ეს მაჩვენებელი 15 მილიარდამდე გაიზარდა, 2021-დან 2028 წლებში კი ბაზრის ღირებულების 28%-ით ზრდას ვარაუდობენ.