10.მარტი .2020 21:00

იაპონია კორონავირუსით დაზარალებულთათვის $4 მლრდ-ის გამოყოფას გეგმავს

views 246
უკან

იაპონია დამატებით $4 მილიარდის ფინანსური რესურსის გამოყოფას გეგმავს კორონავირუსით გამოწვეული ხარჯების დასაფარად. ამის შესახებ ინფორმაციას Financial Time-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ახალი ფინანსური რესურსი დაიხარჯება იმ პირებზე, რომელთაც კორონავირუსის გამო იძულებით მოუხდათ შვებულების აღება. აღნიშული თანხა ასევე გადანაწილდება მცირე ბიზნესებზე, რომლებიც ვირუსის გამო დაზარალდნენ. ასევე თანხა დაიხარჯება სამედიცინო ნიღბების ექსპორტზე და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქციების ტესტირებაზე.

„იაპონიაში კრიტიკული მდგომარეობა ისევ გრძელდება. ვცდილობთ თავიდან ავირიდოთ ვირუსის უფრო სწრაფი გავრცელება და საგანგებო მდგომარეობა, რომელიც მნიშვნელოვანი ღონისძიებების გადადებასაც გულისხმობს, კიდევ 10 დღე გაგრძელდება“, - განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შინძო აბემ.

10 მარტის მონაცემებით, იაპონიაში კორონავირუსის 543 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რიცხვი 13-ით გაიზარდა. ჯამში გარდაცვლილია 10 ადამიანი (ბოლო 24 სთ-ის განმავლობაში +1), ხოლო გამოჯანმრთელდა 86 ინფიცირებული.