მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონია პუტინისა და ლავროვის ოჯახის წევრებს სანქციებს უწესებს

6255213edad59
მარიამ ვარადაშვილი
12.04.22 10:52
636
იაპონია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს და 400-მდე მოქალაქეს აქტივებს უყინავს, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და მის ორ ქალიშვილს - კატერინა ტიხონოვასა და მარია ვორონცოვას.

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გვარცელებულ განცხადებაში ასევე წერია, რომ სანქციები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსაც შეეხება. კერძოდ, ლავროვის ცოლსა და ქალიშვილს.

უკრაინაში ომის დაწყების გამო, იაპონიამ რუსეთს სანქციები რამდენიმე ეტაპად უკვე დაუწესა. სანქციები გულისხმობს რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტის აკრძალვას, ასევე რუსეთში ინვესტიციების შემცირებასა და ძირითადი რუსული ბანკებისთვის იაპონიაში აქტივების გაყინვას.

აღსანიშნავია, რომ პუტინისა და ლავროვის ოჯახის წევრებს სანქციები აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმაც დაუწესა.