მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონია რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულების შესამცირებლად განახლებად ენერგიებს გამოიყენებს - პრემიერი

6273ca66541bd
მარიამ ვარადაშვილი
05.05.22 19:55
901

იაპონიის პრემიერ-მინისტრის ფუმიო კიშიდას განცხადებით, რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით, ბირთვულ და განახლებად ენერგიებს გამოიყენებენ. 

ამას გარდა, კიშიდამ პირობა დადო, რომ მომდევნო ათი წლის განმავლობაში, ენერგეტიკული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით 1.5 ტრილიონი დოლარი ინვესტირება მოხდება. დიდ ბრიტანეთში მყოფი იაპონიის პრემიერი ასევე ამბობს, რომ ქვეყნის ეკონომიკა ზრდას გააგრძელებს და სურს, ინვესტიციები გაგრძელდეს. 

Bloomberg-ის ინფორმაციით, რუსეთი იაპონიას აწვდის მოხმარებული ნახშირის 13%-ს, რომელიც ცნობილია, როგორც თერმული ნახშირი. ქვეყნის მიერ მოხმარებული თხევადი ბუნებრივი გაზის 9%, ასევე, რუსეთზე მოდის. იაპონიას ასევე აქვს წილები "სახალინის" ნავთობისა და გაზის პროექტებში, რომელსაც ფუმიო კიშიდა ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით, უკიდურესად მნიშვნელოვან პროექტებს უწოდებდა.

4 მაისს რუსეთმა კიშიდას და იაპონიის კიდევ 62 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა; რომელთა შორის არიან თანამდებობის პირები და ჟურნალისტები. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის წინააღმდეგ ეს გადაწყვეტილება “მიუღებელი რიტორიკით” ახსნა.