მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონია საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას განიხილავს

60af8ca5de6be
ნათია თაქთაქიშვილი
27.05.21 21:07
784
იაპონიის მთავრობა ხვალ გადაწყვეტს გაახანგრძლივოს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა თუ არა. ამაჟამად ინფიცირების დღიური მაჩვენებელი საშუალოდ 4,500 შეადგენს, ხოლო 126 მილიონი მოქალაქიდან მხოლოდ 2%-ია სრულად აცრილი. ამის შესახებ CNN-ი წერს.

გამოცემის მიხედვით, საგანგებო მდგომარეობას, რომელიც იაპონიამ აპრილის თვეში გამოაცხადა, ვადა 31 მაისს ეწურება. წინასწარი მონაცემებით, იაპონიის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა შესაძლოა 20 ივნისამდე გაახანგრძლივოს.

არსებული ინფორმაციით, იაპონიის პრემიერ-მინისტრი იოშიჰიდა სუგა პარასკევს შეხვდება ექსპერტებს, რომლის შემდეგაც გადაწყვეტს გააგრძელოს თუ არა საგანგებო მდგომარეობა ტოკიოში, ოსაკაში, ჰიოგოში, კიოტოსა და კიდევ ხუთი პრეფექტურაში.

ოსაკას გუბერნატორის ჰიროფუმი იოსიმურას თქმით, თუ კორონავირუსის შემთხვევები ზრდას განაგრძობს, სამედიცინო პერსონალს ახალ შემთხვევებთან გამკლავება გაუჭირდება.

”სანამ ძალიან გვიანი არ არის, გადავწყვიტე თხოვნით მივმართო ქვეყნის პრემიერს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ოსაკას გუბერნატორმა.

აღნიშნული კოვიდ-რეგულაციების ფარგლებში, ქვეყანაში სამუშაო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს, მოსახლეობა ვალდებულია გამოიყენოს პირბადე, დიდ სავაჭრო ცენტრებს ეკრძალებათ ოპერირება, კაფე-რესტორნები დახურულია, ხოლო დანარჩენი დაწესებულებები 20:00-ზე წყვეტენ ოპერირებას.