მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონია უკრაინას $100 მლნ დაეხმარება

621cc4b34018f
მარიამ ვარადაშვილი
28.02.22 16:55
870
იაპონია უკრაინას 100 მლნ აშშ დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს. ამას გარდა, ქვეყანამ უკრაინას 100 მლნ დოლარის მოცულობის სესხი უკვე გამოუყო.

დღეს იაპონიის პრემიერმა ფუმიო კიშიდან რუსეთის წინააღმდეგ ახალი, “უფრო მკაცრი” სანქციები დააანონსა. სანქციებით იაპონია რუსეთის პრეზიდენტსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს ატივებს გაუყინავს, ასევე მხარს დაუჭერს რუსეთის ბანკების SWIFT-დან გათიშვას. იაპონიის პრემიერმა რუსეთის ქმედებას “საერთაშორისო სამართლის დარღვევის ნათელი გამოვლინება” უწოდა. იაპონიის დახმარებას ტვიტერზე უკრაინის პრეზიდენტრი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა.

“იაპონიის პრემიერს ვესაუბრე. მადლობა უკრაინის მტკიცე მხარდაჭერისთვის ამ აგრესიის პირობებში. უკვე გამოყოფილი 100 მლნ დოლარის გარდა, იაპონიამ 100 მლნ დოლარის მოცულობის დახმარება დაამტკიცა. ასევე სრულად დაუჭირა მხარი რუსეთისთვის მნიშვნელოვანი სანქციების დაწესებას. დიდი მადლობა,”-წერს ზელენსკი ტვიტერზე.