იაპონიის მთავრობა ომით დაზარალებულ უკრაინას დამატებით 470 მილიონ დოლარს გამოუყოფს. აღნიშნული პაკეტი დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას, ჰუმანიტარულ პროექტებს და ფრონტის ხაზზე უკრაინელი სამხედროების მხარდაჭერას მოხმარდება.
პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდას განცხადებით, საერთო ჯამში, იაპონია უკრაინისთვის 5.5 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას გეგმავს, თანხა კი რამდენიმე ტრანშად ეტაპობრივად გადანაწილდება.
ცნობისთვის, მოსკოვში სი ძინპინისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის პარალელურად, ფუმიო კიშიდა უკრაინის დედაქალაქში იმყოფებოდა და ვოლოდიმირ ზელენსკის ხვდებოდა.
პირდაპირი დახმარების გარდა, ომის დაწყებიდან მალევე იაპონია შეუერთდა აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციებს. მიმდინარე წლის თებერვალში კი რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. კერძოდ, 3 თებერვლიდან იაპონიამ აკრძალა ვაქცინების, სამედიცინო აღჭურვილობისა და რობოტების ექსპორტი რუსეთში. ქვეყანა ასევე გაუყინავს აქტივებს სამ კომპანიასა და 22 ფიზიკურ პირს, მათ შორის არიან რუსი მაღალჩინოსნები - თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხაილ მიზინცევი და იუსტიციის მინისტრი კონსტანტინე ჩუიჩენკო. იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს ცნობით, ასევე აიკრძალება რუსეთში ბირთვული ობიექტებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის გაყიდვა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს