მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონიამ რუსეთის კიდევ 17 მოქალაქეს აქტივები გაუყინა

62304cd818a05
მარიამ ვარადაშვილი
15.03.22 12:26
753

იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. კერძოდ, ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის კიდევ 17 მოქალაქეს გაუყინავენ აქტივებს. შედეგად, ჯამში, იაპონიაში რუსეთის 61 მოქალაქეს შეეზღუდება საკუთარი აქტივებზე წვდომა.

ახალ სანქციებში მოხვდნენ რუსი მილიარდერის იური კოვალჩუკის ოჯახის წევრები, ასევე რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს 11 წევრი და რუსი ოლიგარქი ვიქტორ ვეკსელბერგი. 

ამას გარდა, იაპონიამ რუსეთიდან აკრძალული საექსპორტო საქონლის სიის გაფართოება დააანონსა.