მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა - სამ ბანკს აქტივები გაეყინება

629f04c956134
გიორგი თოლორდავა
07.06.22 12:00
915
იაპონიის მთავრობამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მორიგი პაკეტი წარადგინა, რომელის ფარგლებში ორ რუსულ და ერთ ბელარუსულ ბანკს აქტივები გაეყინება.

სანქციების ახალი პაკეტი მოსკოვის საკრედიტო ბანკს, რუსულ აგრიკულტურულ ბანკს და ბელარუსის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკს მოიცავს - აღნიშნულ საფინანსო ორგანიზაციებს გაეყინებათ აქტივები და აეკრძალებათ იაპონიასთან ან მისი გავლით ტრანზაქციების განხორციელება. ამჟამად ტოკიოს მიერ სანქცირებულ ბანკთა საერთო რაოდენობა 16 აღწევს.

მთავრობის განცხადებით, შეიზღუდება ისეთი პროდუქციის ექსპორტიც, რომელმაც, შესაძლოა, ხელი შეუწყოს რუსეთის ინდუსტრიულ და საწარმოო შესაძლებლობების განვითარებას.

აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, აზიურ სახელმწიფოებს შორის ყველაზე მკაცრი და აქტიური პოზიცია რუსეთის წინააღმდეგ იაპონიის მთავრობას აქვს.

პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდას განცხადებით, იაპონია განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას და რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ დამატებითი შეზღუდვების დაწესებას.