14.იანვარი .2020 17:54

იაპონიაში 1,000-მდე სწრაფი კვების ობიექტში შქმერული გაიყიდება

views 2147
უკან

იაპონიაში საქართველოს საელჩოს მიერ facebook-ზე გავრცელებული განცხადების მიხედვით, იაპონიაში ქართული კერძი - დაფასოებული შქმერული გაიყიდება. მას ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი სწრაფი კვების ქსელი "მაცუია" გაყიდის. 

"დღეიდან იაპონური სწრაფი კვების ქსელ მაცუიას ათასამდე ფილიალში გაიყიდება ქართული კერძი, შქმერული. აღსანიშნავია, რომ ყველა ფილიალში გამოაკრეს პოსტერი, რომელზეც დატანილია საქართველოს რუკა, დროშა და ქვეყნის შესახებ მოკლე ინფორმაცია", - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა