მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონიაში გადამწვარი ციხე-სიმაგრის აღდგენისათვის $3,2 მილიონი შეგროვდა

5dc2d1af5949d
მიხეილ ხაჩიძე
06.11.19 22:17
1281
იაპონიაში, ოკინავას კუნძულზე მდებარე, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი "შურის ციხე-სიმაგრის" აღდგენისათვის, რომელიც ხანძარმა რამდენიმე დღის წინ სრულიად გაანადგურა, 350 მილიონი იენი (3,2 მილიონი აშშ დოლარი) შეგროვდა.

როგორც დასავლური მედია იტყობინება, ხანძრის შედეგად განადგურებული ისტორიული ნაგებობის განახლებისთვის შემოწირულობის გაღების სურვილი 25 ათასმა იაპონელმა გამოთქვა. შემთხვევიდან ზუსტად სამ დღეში კი 100 მილიონი იენი შეგროვდა.



შეგახსენებთ, მასშტაბურმა ხანძარმა იაპონიაში, ​იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული "შურის ციხე-სიმაგრე" 31 ოქტომბერს გაანადგურა. Reuters-ის ცნობით, ქვეყნის მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრის, ისტორიული შენობის გადარჩენას ათობით მეხანძრე და მაშველი უშედეგოდ ცდილობდა.



2000 წლიდან "შურის ციხე–სიმაგრე" მსოფლიოს მემკვიდრეობის ძეგლად აღიარეს და იაპონიის სამეფო მემკვიდრეობად მიიჩნეოდა. ბოლო პერიოდში ის ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობა იყო. მის მოსანახულებლად ყოველდღიურად ათასობით ადამიანი ჩადიოდა.



ციხესიმაგრე 500 წლის წინაა აგებული. ის 1945 წელს ოკინავას ბრძოლის დროსაც განადგურდა, თუმცა, მალევე აღადგინეს.