20.ივლისი .2020 20:41

იაპონიაში გამოკითხულთა 36.4% მიიჩნევს, რომ ოლიმპიადა მომავალ წელსაც არ უნდა გაიმართოს

views 387
უკან

კვლევების მიხედვით მეოთხედზე ნაკლები უჭერს მხარს ოლიმპიური თამაშების გამართვას მომავალი წლისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, კვლევები აჩვენებს, რომ იაპონელების მხოლოდ 23.9%-მა დაუჭირა მხარი ოლიმპიური თამაშების გამართვას მომავალი წლის 23 ივლისისთვის. გამოკითხვაში 1.041 რესპოდენტმა მიიღო მონაწილეობა. 

ამასთანავე, რესპოდენტების 36.4% მიიჩნევს, რომ უმჯობესია თამაშები კიდევ გადაიდოს, ხოლო 33.7% განცხადებით, ოლიმპიადა არ უნდა გაიმართოს მანამ, სანამ პანდემია არ დასრულდება.

რესპოდენტები გადაწყვეტილებას იმით ხსნიან, რომ ვირუსი შესაძლებელია ნებისმიერ დროს გავრცელდეს და იაპონიის მთავრობამ, ვირუსთან ბრძოლა პრიორიტეტად უნდა აქციოს.

შეგახსენებთ, ოლიმპიური თამაშის ორგანიზატორებმა 2020 წლის ოლიმპიადა მომავალი წლისთვის გადაიტანეს და მისი გამართვა 23 ივლისისთვის დაანონსეს.

20 ივლისის მონაცემებით, იაპონიაში ჯამურად კორონავირუსის 24,642 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაიცვალა 985 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 19,576 ინფიცირებული.