მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

5e8c622479235
ნათია თაქთაქიშვილი
07.04.20 15:26
1366
დღეს იაპონიაში საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა და ის ძალაში 6 მაისამდე იქნება. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

იაპონიის პრემიერმა შინზო აბემ საგანგებო მდგომარეობა ტოკიოსა და კიდევ ექვს რეგიონში გამოაცხადა. მიზეზი ქვეყანაში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რაოდენობის ზრდაა. როგორც გამოცემა აღნიშნავს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით, იაპონიის მთავრობას შედარებით დაგვიანებული რეაქცია ჰქონდა.

საგანგებო მდგომარეობის დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს და სასურსათო მაღაზიებიც ღია იქნება. მთავრობა მოსახლეობას ურჩევს, გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე არ დატოვონ სახლები; ასევე, დაიცვან სოციალური დისტანცირების წესები.

7 აპრილის მონაცემებით, იაპონიაში კორონავირუისთ ინფიცირების 3,906 დადასტურებული შემთხვევა იქნა გამოვლენილი; გარდაიცვალა 92 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 592 ინფიცირებული.