მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონიაში შქმერულის ნახევარფაბრიკატის წარმოება კიდევ ერთმა კომპანიამ დაიწყო

60ef2754c246b
თამთა ჯიჯავაძე
14.07.21 22:08
1001
ქართული კერძის, შქმერულის ნახევარფაბრიკატის წარმოება კიდევ ერთმა იაპონურმა კომპანია Marumiya-მ დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

„მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ კიდევ ერთმა იაპონურმა კომპანია Marumiya-მ, საქართველოს საელჩოსთან კოორდინაციით, ქართული კერძის, შქმერულის ნახევარფაბრიკატის წარმოება დაიწყო. ახალი პროდუქტის შესახებ სტატიაში ხაზგასმულია, რომ საქართველო მდიდარი ბუნებით, უძველესი ღვინის კულტურითა და უნიკალური სამზარეულოთი გამოირჩევა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ქართული კერძის - დაფასოებული შქმერულის გაყიდვა იაპონიაში ერთ-ერთ სწრაფი კვების ობიექტში 2020 წლის იანვარში დაიწყო. მოგვიანებით, გასული წლის ივლისიდან კომპანია „მაცუბარა ფუდს“-მა გაყიდვაში შქმერულის სწრაფად მომზადების პაკეტები გამოუშვა, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მაღაზიებში გაიყიდება.

გარდა ამისა, რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ იაპონიაში ხარჩოს ნახევარფაბრიკატის წარმოებაც დაიწყო.