მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონიაში, სუშის რესტორნების ცნობილ ქსელში ქართული ღვინო გამოჩნდება

612332d762cd0
BM.GE
23.08.21 09:26
1565
იაპონიაში, სუშის რესტორნების ერთ-ერთ ცნობილ "სუში ძანმაიას" ქსელში მალე მომხმარებელი ქართულ ღვინოსაც დააგემოვნებს. ინფორმაციას ამის შესახებ იაპონიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს. 

როგორც საელჩო ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე წერს, საქართველოს საელჩოს ხელმძღვანელი, თეიმურაზ ლეჟავა "სუში ძანმაის" პრეზიდენტს, კიოში კიმურას შეხვდა და ქართული ღვინის  შესახებ ესაუბრა.

შეხვედრის შედეგად კი გადაწყდა, რომ მალე "სუში-ძანმაის" ქსელში ქართულ ღვინოსაც ვიხილავთ.