მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონიაში ტრადიციული მოწევის "ეპოქის" დასასრულს წინასწარმეტყველებენ

5ed14a5cddca2
BM.GE
29.05.20 21:35
1628
„2016-2019 წლებში იაპონიაში ტრადიციულ სიგარეტზე მოთხოვნა 5-ჯერ შემცირდა, ამის მიზეზს კი მომხმარებლის მხრიდან მოწევის ალტერნატიულ საშუალებაზე გადასვლა წარმოადგენს“, - ვკითხულობთ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაში.

კვლევის ავტორები ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის მკვლევარები მაიკლ კუმინგსი, ჯორჯ ნაჰასი და ოტავის უნივერსიტეტის პროფესორი დევიდ სვეანორი არიან. მათი კვლევის თანახმად, „2011-2015 წლებში იაპონიაში ტრადიციული სიგარეტის მოხმარების კლება შეინიშნებოდა, თუმცა კლების მაჩვენებელი ძალიან დაბალი იყო და წელიწადში დაახლოებით 3.1%-ს უტოლდებოდა. 2016 წლიდან კი ეს რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა“.

მოთხოვნის ვარდნის მიზეზად მეცნიერები იაპონიის ბაზარზე ტრადიციული მოწევის ალტერნატივის -გახურებადი თამბაქოს პროდუქტების: IQOS-ის, GLO-სა და Ploom Tech-ის გამოჩენას ასახელებენ.

ჩრდილოეთ კაროლინისა და ოტავის უნივერსიტეტების მკლევრების ვარაუდი ამერიკული კიბოს კვლევის ასოციაციის მიერ ჩატარებული სამეცნიერო კვლევების შედეგების მსგავსია. 2019 წელს ბრიტანულ სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებულ კვლევის თანახმად, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ იაპონიაში ტრადიციული სიგარეტის მომხმარებელთა რაოდენობა კლებას გააგრძელებს, რადგან მოსახლეობა ტრადიციულ სიგარეტს თამბაქოს ნაკლები რისკის შემცველი პროდუქტით ჩაანაცვლებს.

ტრადიციულ სიგარეტზე მოთხოვნის შემცირების მსგავსი ტენდენცია შეინიშნება აშშ-სა და ევროპის ქვეყნებშიც, სადაც მოწევის ალტერნატიულ მოწყობილობებზე მოთხოვნა გამუდმებით იზრდება.

მარკეტინგული კვლევების თანახმად, იაპონია ალტერნატიულ სიგარეტებზე მოთხოვნის კუთხით ლიდერობს. 2018 წელს მსოფლიოში გასახურებელი მოწყობილობის გაყიდვების 85% იაპონიის ბაზარზე მოდიოდა.

„გახურებადი თამბაქოს პროდუქტები სიგარეტის გლობალური ბაზრის რეფორმაციის ახალ შესაძლებლობას წარმოადგენენ. მათი საშუალებით შესაძლებელი ხდება ტრადიციული მოწევის შედეგად გამოწვეული დაავადებების შემცირება და მომხმარებლისთვის შედარებით უსაფრთხო მოწევის ალტერნატივის შეთავაზება“, - ვკითხულობთ ჩრდილოეთ კაროლინისა და ოტავის უნივერსიტეტების მეცნიერების მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

ჩრდილოეთ კაროლინისა და ოტავის უნივერსიტეტების მეცნიერების ვარაუდით, ტრადიციული მოწევის შემცირებისათვის აუცილებელია მთავრობის მხრიდან საგადასახადო სისტემის სრულყოფა და შეზღუდვების პოლიტიკის გადახედვა იმის გათვალისწინებით, თუ რა პოტენციური ზიანის მატარებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის ტრადიციული და ახალი თამბაქოს პროდუქტების მოხმარება.

საქართველოში თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა მოსახლეობის 30.4%-ს შეადგენს. გახურებადი თამბაქოს პროდუქტების შესახებ ქართულ კანონმდებლობაში ჩანაწერი 2019 წელს მიღებული ცვლილებების შედეგად გაჩნდა, თუმცა ქვეყანაში ამ ეტაპზე, ეს პროდუქტები არ არის ხელმისაწვდომი.


NS