მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონიასთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ კონვენცია ძალაში შევიდა

60fe8c471984e
ვიქტორია მღებრიშვილი
26.07.21 15:41
442
იაპონიასთან „შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობისა და გადასახადებისთვის თავის არიდების აღკვეთის შესახებ“ კონვენციის განახლებული ტექსტი ძალაში შევიდა - ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ „საქართველოსა და იაპონიას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობისა და გადასახადებისთვის თავის არიდების აღკვეთის შესახებ“ კონვენციის გაფორმება საქართველოსა და იაპონიას შორის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი მოვლენაა, ვინაიდან ახალმა ტექსტმა ყოფილ საბჭოთა კავშირსა და იაპონიას შორის მანამდე მოქმედი 1986 წლის საგადასახადო შეთანხმება ჩაანაცვლა.

ახალი კონვენცია შემოსავლებსა და კაპიტალზე ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) 2017 წლის სამოდელო საგადასახადო კონვენციით გათვალისწინებულ საერთაშორისო სტანდარტებს ეფუძნება და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

ამ დროისთვის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმება ძალაში 57 ქვეყანასთანაა.