მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონიის ეკონომიკა პანდემიის გამო 4.8%-ით შემცირდა

602a82f98ded7
ნათია თაქთაქიშვილი
15.02.21 20:25
949
იაპონიის ეკონომიკა მართალია გასული წლის ბოლო კვარტალში უმნიშვნელოდ გაიზარდა, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკა მთლიანობაში კორონავირუსის პანდემიის გამო 4.8%-ით შემცირდა, რაც ყველაზე ცუდი მაჩვენებელია 2009 წლის შემდეგ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ მსოფლიოში სიდიდით მესამე ეკონომიკა ყველაზე მეტად გასული წლის აპრილიდან ივნისამდე შემცირდა, რადგან გლობალურმა პანდემიამ გავლენა მოხმარებასა და ექსპორტზე სწორედ ამ პერიოდში მოახდინა.

აღსანიშნავია, რომ დეკემბერში მთავრობამ ეკონომიკური სტიმულირების მორიგი პაკეტი წარადგინა, რომლის მიზანიც სიდიდით მესამე ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანაა. დეკემბერში გამოყოფილმა ეკონომიკის მასტიმულირებელმა პაკეტმა 708 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, შედეგად ეკონომიკის გაჯანსაღებაზე გაწეული თანხა ჯამურად 3 ტირლიონ აშშ დოლარამდე გაზარდა.