მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონიის ეკონომიკას კორონავირუსი უფრო მეტად აზარალებს, ვიდრე SARS-ი

5e2f29aaaa738
BM.GE
27.01.20 22:13
1708
იაპონიის ეკონომიკას კორონავირუსი უფრო მეტად დააზარალებს, ვიდრე ვირუსმა SARS-მა დააზარალა, რომელიც იაპონიაში 2003 წელს იყო გავრცელებული. ამის შესახებ Bloomberg-ს ცნობით, ეკონომისტები აცხადებენ. მათი მოსაზრებით, ჩინეთში გავრცელებული ახალი კორონავირუსი იაპონიის ეკონომიკას მნიშვნელოვან ზიანს მოუტანს, ვინაიდან ჩინელი ტურისტები იაპონიაში ყველაზე ბევრს ხარჯავენ, ტურიზმი კი იაპონიის ეკონომიკურ ზრდაში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

თუ წელს ტურისტების რაოდენობა იაპონიაში შემცირდება ისე, როგორც ეს დაახლოებით სამი თვის განმავლობაში SARS-ის ეპიდემიის დროს იყო, მაშინ იაპონიის ეკონომიკური ზრდა 0,2 პროცენტით შემცირდება, ხოლო თუ კრიზისი მთელ წელს გაგრძელდება, მაშინ, ზრდის შემცირება 0.45 პროცენტს მიაღწევს. ამის შესახებ ეკონომისტი შუჯი ტონოუჩი აცხადებს, რომელიც Mitsubishi UFJ Morgan Stanley-ს წარმოადგენს.

იაპონიაში ტურიზმის ბუმი პრემიერ-მინისტრ შინძო აბეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეკონომიკურ წარმატებას წარმოადგენს. მთავრობის მიერ არაერთი ნაბიჯის გადადგმის შედეგად იაპონიაში ვიზიტორთა რიცხვი ბოლო პერიოდში თითქმის გაოთხმაგდა და 31,9 მილიონამდე გაიზარდა.