მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონიის ელჩი: "იაპონური კომპანიები ანაკლიის პორტით არიან დაინტერესებულები"

5dca8d1307611
მარიამ ადამია
12.11.19 14:30
3753
„იაპონური კომპანიები დაინტერესებულნი არიან ანაკლიის პორტით“, - ამის შესახებ საქართველოში იაპონიის ელჩმა ტადაჰარუ უეჰარამ Bm.ge-ის განუცხადა და დასძინა, რომ ანაკლიის პორტის გარდა ინტერესი ფოთისა და ბათუმის პორტის მიმართაც აქვთ.

„იაპონური კომპანიები, ისევე, როგორც სახელმწიფო, ელოდება თუ როდის მოწესრიგდება ლოჯისტიკის ნაწილი, მოეწყობა გზები და ინფრასტრუქტურა. ეფექტიანად განვითარების შემთხვევაში კი, ეს იქნება არა მხოლოდ საქართველოს აქტივი, არამედ ანაკლიის პორტი მსოფლიოში არსებული დიდი კომპანიების აქტივიც გახდება, თუმცა, ჯერჯერობით, დაკვირვების პროცესში ვართ. სწორედ ასეთი მიდგომა აქვს იაპონიას, ხოლო განვითარებისა და რეალურად დაინტერესების შემთხვევაში, ანაკლიის პორტი იაპონიისთვის ეკონომიკურ დერეფანს შექმნის“, - განაცხადა ელჩმა.

ამასთან, bm.ge-ის კითხვაზე - რა აინტერესებთ იაპონელ ინვესტორებს მათ საქართველოში ან რა სახის მხარდაჭერა სჭირდებათ, როგორც ტადაჰარუ უეჰარამ აღნიშნა, იაპონურ კომპანიებს საქართველოში ოპერირების დიდი გამოცდილება არ გააჩნიათ, მაგრამ ნელ-ნელა ინტერესი ჩნდება.

„იმ ფაქტს, რომ იაპონია დაინტერესებულია საქართველოთი, ამას უმსხვილესი კომპანია konics Minolta-ს შემოსვლაც ადასტურებს, რაც კიდევ ერთი წინ გადადდგმული ნაბიჯია ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის გასამყარებლად. გარდა ამისა, 25 ნოემბერს საქართველოში დიდი ბიზნეს ფორუმი იმართება, რომელშიც 30-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს, რათა ნახონ რა ბენეფიტებს სთავაზობს მათ ქვეყანა და როგორი ბიზნეს-გარემო დახვდებათ ოპერირებისთვის“, - აღნიშნა იაპონიის ელჩმა საქართველოში.

ცნობისთვის: საქართველოში იაპონური  Konica Minolta საქართველოში ოფიციალურად დღეს გაიხსნა. კომპანია ბიზნესის სისტემური სერვისის აწყობის მიმართულებით საქმიანობს. ასევე, ის  სხვადასხვა მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს, მათ შორისაა: ბეჭდვისა და დოკუმენტ-ბრუნვის სერვისები.