მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონიის პრემიერი: WHO-სთვის დაფინანსების შემცირებას განვიხილავთ

5e99aa5105879
ნათია თაქთაქიშვილი
17.04.20 17:38
7074
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შინზო აბემ დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ იაპონია კორნავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისთვის დაფინანსების შემცირების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ CNN წერს.

მისი ინფორმაციით, იაპონიის პრემიერმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში არის პრობლემები და ქვეყანა თავის ფინანსურ კონტრიბუციებს ამ ორგანიზაციის მიმართ გადახედავს.

„აუცილებელია, ახლა მხარი დავუჭიროთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, მაგრამ არსებობს პრობლემებიც. ვფიქრობ, აუცილებელია, მათი გადახედვა მას შემდეგ, რაც კორონავირუსის გავრცელება შეწყდება“, – განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეჩერების განკარგულება 15 აპრილს გასცა. ტრამპის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის საფრთხის შესახებ დროული და სათანადო ინფორმაცია არ გაავრცელა.