მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონიის პრემიერი: ოლიმპიადა შესაძლოა გადაიდოს

5e789e66ba303
ნათია თაქთაქიშვილი
23.03.20 16:13
1003
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შინზო აბემ დღეს პირველად აღიარა, რომ ოლიმპიადა 2020 ტოკიოში მიმდინარე მოვლენების გამო შესაძლოა გადაიდოს. ამის შესახებ ამერიკული Forbes-ი წერს.

როგორც გამოცემა იუწყება, ოლიმპიადის გადადება იაპონიისთვის დიდი დარტყმა იქნება ფინანსური თვალსაზრისით, რადგან ქვეყანამ აღნიშნული ღონისძიების სამზადისზე 30 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა.

„ძალიან რთული იქნება ოლიმპიადის გამართვა მოცემულ მდგომარეობაში. უმჯობესია თუ გადავდებთ და პრიორიტეტად სპორტსმენების ჯანმრთელობას გავიხდით“, - განაცხადა შინზო აბემ პარლამენტში გამოსვლისას.

შეგახსენებთ, რომ კანადის და ავსტრალიის სპორტულმა კომიტეტებმა მიმართეს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტეს და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას, რომ თამაშები ერთი წლით გადაავადონ. ამასთანავე, ავსტრალიის ოლიმპიური კომიტეტი აცხადებს, რომ მათი სპორტსმენები სხვდასხვა ქვეყნებში მოღვაწეობენ და გაუჭირდებათ მათი თავმოყრა იმ შეზღუდვების გამო, რომელიც მსოფლიომ დააწესა ფრენებთან და გადაადგილებასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადა არასდროს გადადებულა მისი არსებობის ისტორიის მანძილზე თუ არ ჩავთვლით პირველ და მეორე მსოფლიო ომს.