მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონიის პრემიერი რეიტინგის დაცემის გამო პოსტს დატოვებს

61360c15a5dd1
ნათია თაქთაქიშვილი
06.09.21 20:30
871
იაპონიის პრემიერ-მინისტრის იოშიჰიდე სუგას განცხადებით, ის პოსტს მომდინარე თვის ბოლომდე დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, პრემიერ-მინისტრის მოულოდნელი განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც არსებული მონაცემებით, სუგას რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა.

BBC-ის ცნობით, იაპონიაში სადაც ამჟამადაც კი საგანგებო მდგომარეობა მოქმედებ, კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მდგომარეობაა. ქვეყანაში ინფიცირების 1.5 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი, ბოლო 24 საათში კი 12 000-ზ მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა. პარალელურად, ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპები დაბალია.

ამასთან, იოშიჰიდე სუგას გადაწყვეტილება ოლიმპიური თამაშების გამართვასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე არაპოპულარული გადაწყვეტილება აღმოჩნდა, რის გამოც მან მოსახლეობის ანტიპათია დაიმსახურა, ხოლო ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.

შეგახსენებთ, რომ იოშიჰიდე სუგამ პრემიერ-მინისტრის პოზიცია ერთი წლის წინ დაიკავა, მან აღნიშნულ პოსტზე შინძო აბე ჩაანაცვლა.