მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონიის პრემიერმა 7 მინისტრი შეცვალა

62f3a28e858d4
გიორგი თოლორდავა
10.08.22 19:50
766
იაპონიის მინისტრთა კაბინეტში მნიშვნელოვანი ცვლილებებია - პრემიერ მინისტრ ფუმიო კიშიდას გადაწყვეტილებით, შეიცვალა შვიდი მინისტრი.

Reuters-ის ცნობით, აწ უკვე ყოფილი მინისტრების გადაყენება პირდაპირაა დაკავშირებული პრემიერ შინძო აბეს მკვლელობასთან. საქმე იმაშია, რომ იაპონიის მოსახლეობა აბეს მკვლელობას რელიგიურ მოძრაობა „გაერთიანების ეკლესიასთან“ აკავშირებს, თანამდებობიდან განთავისუფლებულ მინისტრებს კი აქტიური კავშირები ჰქონდათ აღნიშნულ ორგანიზაციასთან.

მასშტაბური ცვლილებების მიუხედავად, თანამდებობები შეინარჩუნეს: საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და ფინანსთა მინისტრებმა.

აღსანიშნავია, რომ აბეს მკვლელობის შემდეგ, მოქმედი პრემიერისა და მთავრობის მიმართ მოსახლეობის ნდობა იკლებს. ბოლოს ჩატარებულმა საზოგადოებრივი აზრის კვლევამ აჩვენა, რომ ფუმიო კიშიდას რეიტინგი 46%-მდე დაეცა, რაც მისი მმართველობის ისტორიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.