მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონიის პრემიერმა სასწავლო პროცესის დროებით შეჩერება მოითხოვა

5e57aefd33005
ნათია თაქთაქიშვილი
27.02.20 18:00
911
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ პრეფექტურებს მოსთხოვა, ქვეყნის მასშტაბით სასწავლო პროცესი დროებით შეჩერდეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, იაპონიის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება 2 მარტს ამოქმედდება და ძალაში საგაზაფხულო არდადაგების დაწყებამდე შევა, რაც მარტის შუა რიცხვებამდე ან მარტის ბოლომდე გაგრძელდება. თუ მთავრობამ დამატებითი განკარგულება არ გამოსცა, მოსწავლეები სკოლებში აპრილში დაბრუნდებიან.

ამჟამად იაპონიაში კორონავირუსით ინფიცირების 900-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 8 ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირებულების უმეტესობა საკრუიზო ლაინერის Diamond Princess-ის მგზავრი იყო.