მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონიის საელაჩომ ონს ბუნებრივი კატასტროფების შესამცირებლად ტექნიკა გადასცა

61963dec0e8a6
ვიქტორია მღებრიშვილი
18.11.21 15:47
869
ონის მუნიციპალიტეტს იაპონიის ელჩმა ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებისა და ეფექტური რეაგირებისთვის საჭირო ტექნიკა გადასცა - ინფორმაციას ამის შესახებ ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგო ხიდეშელი ოფიციალურ ფეისბუქ გვერდის საშუალებით ავრცელებს.

მისივე ცნობით, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ და თავად ონის მუნიციპალიტეტის მერმა იაპონიის ელჩს საქართველოში იმამურას დღეს უმასპინძლეს.

აღსანიშნია, რომ ტექნიკის გადაცემის პროექტი იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში „ონის მუნიციპალიტეტისთვის მძიმე ტექნიკის შეძენა ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებისა და ეფექტური რეაგირებისთვის“ დაფინანსდა.

„ვინაიდან რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი მიეკუთვნება ბუნებრივი კატასტროფების რისკის ზონას, აღნიშნული ტექნიკა ადგილობრივ ხელისუფლებას კატასტროფებისადმი მზადყოფნისა და შედეგების ეფექტურად დაძლევის შესაძლებლობას მისცემს.

საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ადამიანის უსაფრთხოების ხელშეწყობას საქართველოში შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებებით: გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და განათლება. საგრანტო პროგრამის მთავარი პრინციპი სიღარიბის აღმოფხვრა, მდგრადი განვითარება, მოსახლეობის ჩართულობა და თანასწორობაა“, – აცხადებს სერგო ხიდეშელი.

შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ აღნიშნა, რომ ონის მუნიციპალიტეტს აღნიშნული პროექტის ფარგლებში მართლაც საჭირო დახმარება გაეწია.

„აღნიშნული ტექნიკა საშუალებას მისცემს მუნიციპალიტეტს დროულად მოახდინოს რეაგირება ბუნებრივი კატასტროფებისადმი და ადამიანის უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნას დაცული. სახელმწიფო რწმუნებულმა მადლობა გადაუხადა იაპონიის ელჩ იმამურა აკირას მხარდაჭერისათვის და გამოთქვა მზადყოფნა სამომავლო თანამშრომლობისათვის“, - თქვა რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა.