19.აგვისტო .2019 15:20

იაპონიის საფონდო ბირჟამ კვირა პოზიტიურად დაიწყო

უკან

იაპონიის საფონდო ბირჟებმა კვირა პოზიტიური სტარტით დაიწყეს.

დასავლური მედიის ინფორმაციით, ორშაბათის დილის ვაჭრობის შემდეგ, იაპონური Nikkei 225-ის ინდექსი 0,5%-ით გაიზარდა და 20.525 პუნქტი შედგინა, ხოლო Topix 0,4%-იანი მოგება ჰქონდა და 1491 პუნქტზე დაფიქსირდა.

ტრეიდერებმა იაპონურ საფონდო ბირჟებზე ფასების ზრდის მიზეზად, ცენტრალური ბანკების ფულადი ინექციების მოლოდინი და ახალი ეკონომიკური დახმარება დაასახელეს.


ანალიტიკოსები კვირის განმავლობაში სტაბილურობას პროგნოზირებენ.