მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონიის სოფლის მეურნეობისთვის მიყენებული ზარალი $902 მლნ-ს აღწევს

5db185053cf8c
მიხეილ ხაჩიძე
24.10.19 22:40
840
ტაიფუნმა იაპონიის სოფლის მეურნეობას 98 მილიარდი იენის ზარალი მიაყენა, რაც დაახლოებით, 
902 მილიონ აშშ დოლარზე მეტია, - ამის შესახებ ინფორმაციას იაპონიის  ეროვნული ტელევიზია ავრცელებს, რომელმაც ქვეყნის 38  დაზარალებული პრეფექტურის მონაცემები შეაჯამა. ტელეკომპანიის ცნობით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციები ჯერ დასრულებული არ არის, შესაბამისად, ზარალის ოდენობა სავარაუდოდ კიდევ უფრო გაიზრდება.



იაპონიას ტაიფუნი "ჰაგიბისი" 12-13 ოქტომბერს დაატყდა თავს. სტიქიამ ზიანი ქვეყნის მასშტაბით 7000-მდე სასოფლო-სამეურნეო ობიექტს მიაყენა, გაანადგურა ბრინჯის ნათესები და სხვა ნარგავები. მნიშვნელოვნად დაზარალდა სათევზაო პორტები და ზღვის სანაპიროსთან ახლოსმდებარე გადამამუშავებელი ქარხნები.



ტაიფუნით გამოწვეული წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად 84 ადამიანი დაიღუპა, ათი კი, ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. თითქმის 4 ათასამდე ადამიანს საცხოვრებლების დატოვება მოუწია.