08.ივლისი .2022 08:10

იაპონიის ყოფილ პრემიერს სიტყვით გამოსვლისას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს

იაპონიის ყოფილ პრემიერს სიტყვით გამოსვლისას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს
views 2610
უკან

იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ სინძო აბეს დასავლეთ იაპონიაში სიტყვით გამოსვლისას ესროლეს.

abcNEWS-ის ცნობით, ადგილზე ორი გასროლის ხმა გაისმა.

გამოცემა წერს, რომ სინძო აბე საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას სასიცოცხლო ნიშნები არ აღენიშნება.

abcNEWS-ის ინფორმაციითვე, ხელისუფლებას უკვე ჰყავს ეჭვმიტანილი - 40 წლამდე მამაკაცი დაკავებულია. შემთხვევის ადგილზე ამოიღეს იარაღი, რომელიც აღწერილია, როგორც თოფი.

იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ქალაქ ნარაში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სიტყვით გამოდიოდა.