მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონური გაკვეთილები - რატომ მცირდება სიგარეტის გაყიდვები იაპონიაში?

61fa6d0816045
BM.GE
02.02.22 15:33
1234
კვლევები აჩვენებს, რომ თამბაქოს გაყიდვები საგრძნობლად მცირდება, როდესაც ბაზარზე უკვამლო მოწყობილობები ჩნდება.

ბოლო წლების განმავლობაში, იაპონიაში სიგარეტის გაყიდვები საგრძნობლად მცირდება. ევრომონიტორის მონაცემების თანახმად. თუ 2014 წლამდე (2011-2014 წლებში) თამბაქოს გაყიდვები ყოველწლიურად მხოლოდ 1.8%-ით განიცდიდა კლებას, ეს მაჩვენებელი 2014 წლის შემდეგ 9.5%-მდე გაიზარდა.

ტრადიციული სიგარეტის გაყიდვებში ასეთმა მნიშვნელოვანმა ცვლილებამ ჯანდაცვის ექსპერტებსა და მკვლევარების ყურადღება მიიპყრო.

აღნიშნულ მოვლენასთან დაკავშირებით, ამერიკული კიბოს საზოგადოებამ (ACS) ჩაატარა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ბაზარზე სიგარეტების გაყიდვების მნიშვნელოვანი შემცირება ბაზარზე თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების გამოჩენის შემდეგ დაიწყო.

უფრო მეტიც, ბრიტანულ ჟურნალში თამბაქოს კონტროლის შესახებ გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც 2014-2018 წლებში იაპონიის 12 რეგიონიდან 11-ში ჩატარდა, მოიცვა ქვეყნის მოსახლეობის 99% და სიგარეტის გაყიდვების 72%. აღნიშნული კვლევის თანახმად, 2015-2016 წლებში ბაზარზე თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობების გამოჩენის შედეგად თითოეულ რეგიონში სიგარეტის გაყიდვებში შემცირება შეინიშნებოდა.

იმისათვის, რომ მკვლევარებს აეხსნათ ის, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო აღნიშნული ცვლილების გამომწვევი მიზეზი (გარდა თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობისა), მათ შეიმუშავეს ალტერნატიული მიზეზების მოდელები, რომლებიც ითვალისწინებდა შემდეგ ფაქტორებს:

ფასი - მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ფასსა და სიგარეტის გაყიდვებს შორის არ არსებობდა მტკიცე კორელაცია, რადგან თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების ფასი ტრადიციული სიგარეტის ფასისგან არ განსხვავდებოდა და ის ყველა თამბაქოს პროდუქტის საშუალო ღირებულებას უტოლდებოდა.

კანონმდებლობა - იაპონიის მთავრობამ პირველი ნაციონალური ინიციატივა თამბაქოს კონტროლის შესახებ 2018 წელს გამოსცა, ბაზარზე თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობის გამოჩენიდან 2 წლის შემდეგ.

ტრადიციული თამბაქოს სხვა ალტერნატივები - ბაზარზე თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობები მხოლოდ თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობის შესვლის შემდეგ გამოჩნდა. თუმცა, ამ ალტერნატიული პროდუქტების მომხმარებელთა რაოდენობა იმდენად მცირე იყო, რომ ეს სიგარეტის გაყიდვებზე გავლენას ვერ მოახდენდა.

ყველა შესაძლო მოდელის განხილვის შემდეგ, მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ რთული იყო სიგარეტის გაყიდვების კლების ახსნა ბაზარზე თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების გამოჩენის და მათი ზეგავლენის გათვალისწინების გარეშე.

მკვლევარები აღნიშნულ ტენდენციას დადებითად აფასებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები არ არის სრულიად უსაფრთხო და არ წარმოადგენს სიგარეტის მოხმარებისთვის თავის დანებების ალტერნატივას. ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით, მოწყობილობა შედარებით ნაკლებ ტოქსიკურ ნივთიერებას გამოყოფს, შესაბამისად, ტრადიციული სიგარეტის მოხმარების გაგრძელებასთან შედარებით, ის უკეთეს არჩევანს წარმოადგენს.