„თეგეტა თრაქ & ბასი“ საქართველოში ჰინო (HINO)-ს ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა. HINO TOYOTA-ს შვილობილი კომპანიაა, რომელიც 40 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს მსოფლიო საავტომობილო ბაზარზე. HINO-ს კომერციული ავტომობილები იწარმოება იაპონიაში, იმ ქარხანაში რომელშიც Toyota-ს ისეთი მოდელები, როგორებიცაა Prado და FJ Cruiser იწარმოება.
„მოხარული ვართ, რომ „თეგეტა თრაქ & ბასი“ კიდევ ერთ მსოფლიოში ცნობილ იაპონურ ბრენდთან იწყებს თანამშრომლობას. HINO-ს კომერციული ავტომობილები დიდი პოპულარობით სარგებლობს სადისტრიბუციო კომპანიებში. ჰინოს ავტომობილები გამოირჩევიან გამძლეობით და ორგანიზაციებს საშუალებას აძლევენ მნიშვნელოვნად დაზოგონ ხარჯები,“ - აცხადებენ „თეგეტა თრაქ & ბასში“.
„თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ გაყიდვების შემდგომ მომსახურების გუნდი მაღალკვალიფიციური კადრებითაა დაკომპლექტებულია და სწრაფ მომსახურებას უზრუნველყოფს, როგორც სერვისის ასევე სათადარიგო ნაწილების კუთხით.
პირველ ეტაპზე „თეგეტა თრაქ & ბასი“ კომპანიებს HINO 300-ის სერიის მოდელს შესთავაზებს. ეს მოდელი დიდი ტვირთამწეობით გამოირჩევა და გაძლიერებული შასი აქვს. ავტომობილი სპეციალურად რთულ პირობებში საექსპლუატაციოდაა შექმნილი. HINO 300-ის მზიდი ჩარჩო ანტიკოროზიული მასალითაა დამუშავებული.
HINO-ს კომერციული ავტომობილები მძლავრი ძრავით გამოირჩევიან. ავტომობილის სრული დატვირთვის შემთხვევაში და რთულ რელიეფურ პირობებში ძრავის დატვირთვა შეუმჩნეველია და ავტომობილი შეუფერხებლად გადაადგილდება.
„თეგეტა თრაქ & ბასი“ „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანიაა, რომელიც სატვირთო ავტომობილების, სამშენებლო ტექნიკის, ავტობუსების, მუნიციპალური და სხვა სახის სპეც-ტექნიკის რეალიზაციის და რეალიზაციის შემდგომი საგარანტიო მომსახურების სფეროში ოპერირებს.
(NS)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას