საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე იაპონური იენის ღირებულება რეკორდული ტემპით ეცემა - ერთწლიან ჭრილში, იაპონიის ეროვნულის ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებით თითქმის 25%-ით გაუფასურდა.
საგულისხმოა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე ერთი დოლარის სანაცვლოდ 115 იენის შეძენა იყო შესაძლებელი, ამჟამად კი კურსი 137 იენს აჭარბებს, რაც მოკლე პერიოდში ვალუტის გაუფასურების 19%-იანი მაჩვენებელია.
იენის გაუფასურება რამდენიმე გლობალური ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ფაქტორითაა განპირობებული, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი მსოფლიოს მასშტაბით მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაა, განსაკუთრებით ყურადსაღები კი აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ რეფინანსირების განაკვეთის ზრდაა.
როგორც წესი, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ინვესტორებისა და ვალუტით მოვაჭრეთათვის მიმზიდველია, რადგან თანხის იმ ვალუტასა და ქვეყანაში განთავსება, სადაც შედარებით მაღალი საპროცენტო განაკვეთებია, გაცილებით უფრო მომგებიანია, ვიდრე იქ, სადაც განაკვეთი 1%-იან ნიშნულზე დაბალია. ამჟამად იაპონიაში რეფინანსირების განაკვეთი 0-0.25%-ის ფარგლებშია, რაც იენს ინვესტორთათვის არამიმზიდველ ვალუტად აქცევს, ამერიკულ დოლარს კი - პირიქით.
იაპონიის ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისგან თავის შეკავების ძირითადი განმაპირობებელი მიზეზი ქვეყანაში რეცესიის განვითარების რისკების ზრდაა. რეფინანსირების განაკვეთის ზრდა, რომელიც ინფლაციის მაკონტროლებელი მთავარი მექანიზმია, თავის მხრივ, ეკონომიკის შენელებას იწვევს. გლობალური ეკონომიკური რისკების გათვალისწინებით კი, იაპონია რეცესიის სერიოზული რისკის წინაშე დგას.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში იაპონიის მთლიანი შიდა პროდუქტი 0.5%-ით შემცირდა, ექსპორტის მაჩვენებელი 1.7%-ით დაეცა, სავაჭრო დეფიციტი კი გასული ათწლეულის უმაღლეს ნიშნულამდე გაფართოვდა. არსებულ სტატისტიკურ მონაცემებთან ერთად, უარესდება სამომავლო ზრდის პროგნოზიც, რასაც მსოფლიოს მასშტაბით ენერგორესურსების, ნედლეულისა და სურსათის ფასების ზრდა ამწვავებს.
უშუალოდ იაპონიის ეკონომიკური ფაქტორებისა და ცენტრალური ბანკის პოლიტიკის გარდა, აუცილებლად გასათვალისწინებელია ამერიკული დოლარის, როგორც მსოფლიოს ყველაზე მყარი და უსაფრთხო სარეზერვო ვალუტის ნარატივის გაძლიერება, რასაც ხელს უწყობს ფედერალური რეზერვის აგრესიული მონეტარული პოლიტიკა. სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში FED-ის მონეტარული კომიტეტი განაკვეთს დამატებით 75 საბაზო პუნქტით გაზრდის, რაც კიდევ უფრო მეტად გაამყარებს ამერიკულ დოლარს როგორც სხვა უცხოურ ვალუტებთან, ასევე იაპონურ იენთან მიმართებითაც.
აღსანიშნავია, რომ ამერიკულ დოლართან მიმართებით გაუფასურებას განაგრძობს ევროც, რომელმაც მიმდინარე კვირას პარიტეტს მიაღწია ანუ ვალუტების ღირებულება ერთმანეთს გაუთანაბრდა (€1 = $1) - მსგავსი რამ ბოლოს 20 წლის წინ მოხდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
"არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო" - პუტინი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე