მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იარაღი და დახმარება გზაშია - კულება ბლინკენს შეხვდა

6280d3c8b9a4b
მარიამ ვარადაშვილი
15.05.22 14:23
969

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება "ტვიტერზე" წერს, რომ უკრაინისთვის გამოყოფილი იარაღი და სხვა სახის დახმარება გზაშია.

“ბერლიში აშშ-ს სახელმწიფო მდივანს შევხვდი. დამატებითი იარაღი და დახმარების სხვა ნაწილი გზაშია. შევთანხმდით რომ უკრაინის საექსპორტო საქონელი აფრიკასა და აზიაში მომხმარებლამდე მივა და ამაზე ერთად ვიმუშავებთ. სტაბილური მხარდაჭერისთვის სახელმწიფო მდივნისა და აშშ-ს მადლიერები ვართ”, - წერს კულება "ტვიტერზე". 

ბერლინში, სადაც კულებასა და ენტონი ბლინკენი შეხვედრა გაიმართა, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. მოსალოდნელია, რომ ფინეთი ალიანსის წევრობის საკითხზე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს.