მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IATA-მ საჰაერო ტრანსპორტით მგზავრობაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა

5ec79ac946aa2
ნათია თაქთაქიშვილი
22.05.20 22:40
1764
საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ (IATA) ავიასერვისების უსაფრთხო აღდგენის პროტოკოლი გამოაქვეყნა. ამის შესახებ ინფორმაცია IATA-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.

IATA-ს გაიდლაინები, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ემსახურება, გათვალისწინებულ უნდა იქნას როგორც ავიაკომპანიების, ასევე აეროპორტების მიერ. დოკუმენტის მიხედვით, ავიაცია არ უნდა გახდეს დაავადებების, მათ შორის COVID-19-ის გავრცელების წყარო.

IATA აღნიშნავს, რომ მათი გაიდლაინები მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება წარმატებული თუ ევროპის ყველა ქვეყანა ერთნაირად ზედმიწევნით დაიცავს მათ. რეკომენდაციების შეუსრულებლობა გამოიწვევს ავიასექტორის დაზარალებას, რასაც ნეგატიური გავლენა ექნება ეკონომიკაზე.

IATA-ს ზოგადი გაიდლაინები მოიცავს:

• დაცული უნდა იყოს სოციალური დისტანცირების ნორმები აეროპორტში. როგორც ბარგის ჩაბარებისას, ასევე მისი აღებისას. თავიდან უნდა იქნას არიდებული გრძელი რიგები.

• რეკომენდებულია ნიღბებისა და ხელთათმანების ტარება, როგორც აეროპორტში, ასევე თვითმფრინავის ბორტზე. ავიაკომპანებმა უნდა უზრუნველყონ თანამშრომელთა მომარაგება პერსონალური დამცავი საშუალებებით.

• უნდა ჩატარდეს აეროპორტებისა და თვითმფრინავების ხშირი გაწმენდითი სამუშაოები, განსაკუთრებით ისეთი ადგილების, სადაც ხელი ხშირად ხვდება.

• ავიაკომპანიებმა უნდა უზრუნველყონ სოციალური დისტანცირების ნორმების დაცვა მგზავრებს შორს, მხოლოდ ერთი ოჯახის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა დასხდნენ ერთმანეთის გვერდზე.

როგორც IATA-ს რეგიონალური ვიცე-პრეზიდენტი ევროპაში რაფაელ შვარცმანი აცხადებს, აღნიშნული რეგულაციების შესრულება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ე.წ საკრანტინე პერიოდის გავლა.

„ჩემი აზრით, საკარნტინე პერიოდის გავლაზე მნიშვნელოვანი ამ პროტოკოლის შესრულებაა. აუცილებელია ყველა ქვეყანამ ეს წესები ჰარმონიულად დაიცვას, ნებისმიერი თვითნებური გადახვევა ამ გაიდლაინებიდან საავიაციო სექტორზე ნეგატიურად აისახება. IATA ყველა ქვეყანას დაეხმარება აღნიშნული რეკომენდაციების სწრაფ და ეფექტურ განხორციელებაში“, – განაცხადა რაფაელ შვარცმანმა.