მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IATA: საერთაშორისო მოგზაურები პირბადის გამოუყენებლობის შემთხვევაში დაჯარიმდებიან

5f4f57aeb0903
ნათია თაქთაქიშვილი
02.09.20 23:30
802
საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია (IATA) კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად და ფრენების დროს მოსალოდნელი ინციდენტების თავიდან ასარიდებლად, საერთაშორისო მგზავრებს პირბადების გამოყენებისკენ მოუწოდებს. ასოციაცია აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მოგზაურები დაჯარიმდებიან. ამის შესახებ ინფორმაცია IATA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.

განცხადების მიხედვით ირკვევა, რომ ასოციაცია ნიღბის გამოყენებას მგზავრობის დროს სავალდებულოს ხდის.

„ყველამ უნდა აიღოს ეს პასუხისმგებლობა. მოგზაურთა დიდ რაოდენობას ესმის თუ რამდენად აუცილებელია პირბადის გამოყენება, როგორც უფროსი ასაკის ადამიანებისათვის, ასევე ბავშვებისათვის და ამ ერთობლივ ძალისხმევას ავიაკომპანიები ძალიან აფასებენ“, – განაცხადა IATA-ს ხელმძღვანელმა ალექსანდრე დე ჟუნიაკმა.

დე ჟუნიაკი აღნიშნავს, რომ პრობლემებს სწორედ უმცირესობა ქმნის, რომელიც წესებს არ ემორჩილება.

როდესაც მგზავრი ავიაბილეთს ყიდულობს, ის ეთანხმება ავიაკომპანიების პირობებს, რომელიც პირბადის გამოყენებასაც გულისხმობს და აღნიშნული პროტოკოლის დარღვევის შემთხვევაში, ეს შესაძლოა გახდეს მგზავრის ბორტიდან მოხსნის მიზეზი, ასევე შესაძლებელია მას აეკრძალოს მოგზაურობა მომავალში ან დაჯარიმდეს.

რა თანხით შეიძლება დაჯარიმდეს მგზავრი აღნიშნული წესების დარღვევისათვის, IATA-ს ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნული არ არის.